"როგორ შეგვაჩვიეს ამ სიტყვებს, ღალატი და სულმდაბლობა ცხოვრების წესად აქციეს"
ვისურვებდი, მალე დადგეს დრო, როცა საკუთარი ქვეყნის მტრებს ისე მოექცევა თავმოყვარე ქართული სახელმწიფო, როგორც დღეს ექცევიან უკრაინაში, - ამის შესახებ "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქოცმა მათიკაშვილმა ისევ გაიმეორა რუსქოცური პროპაგანდისტული მესიჯი, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს "იმ ქცევის შედეგად, რაც მათ ჩაიდინეს, ვერ აირიდეს და არ აირიდეს რუსული აგრესია, მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია."
"მძიმე დღეა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. შეიძლება თქვათ, რა დროს ესააო, მაგრამ ამის დრო სულ არის, სანამ საოკუპაციო რეჟიმს არ მოვიშორებთ და მერეც სულ იქნება - რომ გვახსოვდეს, რათა მსგავსი აღარასდროს განმეორდეს:
ქოცმა მათიკაშვილმა ისევ გაიმეორა რუსქოცური პროპაგანდისტული მესიჯი, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს "იმ ქცევის შედეგად, რაც მათ ჩაიდინეს, ვერ აირიდეს და არ აირიდეს რუსული აგრესია, მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია."
როგორ შეგვაჩვიეს ამ სიტყვებს ამ არაკაცებმა... ღალატი და სულმდაბლობა ცხოვრების წესად აქციეს. ამით ჭამენ პურს. ამით მდიდრდებიან. ამით უდგათ სული პოლიტიკურად...
ვისურვებდი, მალე დადგეს დრო, როცა საკუთარი ქვეყნის მტრებს ისე მოექცევა თავმოყვარე ქართული სახელმწიფო, როგორც დღეს ექცევიან უკრაინაში (პრინციპში, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ეროვნული ხელისუფლება მართავს). მანამდე კი, მინდა ვთხოვო ყველა ჟურნალისტს, ვინც ქოცებისგან იღებს ინტერვიუებს, ჰკითხონ მათ:
კონკრეტულად რა "ჩაიდინა" წინა ხელისუფლებამ და კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინათ, რომ ომი აერიდებინათ თავიდან? რა უნდა დაგვეთმო რუსებისთვის? და რა უნდა გვექნა, როცა რუსები შემოიჭრნენ საქართველოში?"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
