"ნაციონალურ მოძრაობას" ახლა დაუდგა ბევრად რთული ეტაპი" - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა:
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკურენციის და რეალური შეჯიბრით აირჩია ახალი თავმჯდომარე. სხვა პარტიების უმრავლესობა და განსაკუთრებით "ქართული ოცნება" სანამ ქილიკს დაიწყებს, ჯერ ამ "ლეველს" მიაღწიოს, სადაც ნაცმო ერთი ნაბიჯით უსწრებს სხვებს.
დანარჩენში, ვინ როგორი იქნება ამა თუ იმ როლში, არავინ იცის, მათ შორის ხაბეიშვილიც, რომელიც შესაძლოა წარმატებული თავმჯდომარეც გამოდგეს, შესაძლოა წარუმატებელიც. ძალიან ბევრი დილემა და სირთულე დახვდება წინ, განსაკუთრებით ფინანსური პარტნიორების ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად და პოლიტიკური გონიერებით გადაწყვეტილებების მისაღწევად. ხაბეიშვილს აქვს გარკვეული უნარები და პიროვნული თვისებებიც, რომელსაც მე მაღალ შეფასებას მივცემდი, თუმცა მას სჭირდება მნიშვნელოვანი გადარესტარტება, რომ სამოქალაქო აქტივიზმის უნარები პოლიტიკურ ქცევაში გადაზარდოს, თუ კი გაუმკლავდება პიროვნული რესურსის ამ გამოწვევას.
ნიკა მელიამ სცადა სიახლის შეტანა პარტიაში, თუმცა ამაში, ჩემი აზრით, პირველ რიგში პარტიის დამფუძნებელი დაუპირისპირდა და მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. პარტიის საკმარისი ნაწილი კი არ აღმოჩნდა მზად შეექმნა შინაარსი, რომელიც პარტიის 20 წლის წინანდელი შინაარსისგან განახლებადი და განსხვავებული იქნებოდა, ახალი პოლიტიკური ეპოქის შესაბამისი, ასეთი აღმოჩნდა პარტიის ნება. მელიას, აქვს გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივები, თუმცა ამაზეც ბევრი აქვს სამუშაო, თუ დარჩება პოლიტიკურ სივრცეში.
მთლიანობაში, "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა დაუდგა ბევრად რთული ეტაპი წინ, ვიდრე ალბათ პარტიას აქამდე ჰქონდა მთელი არსებობის მანძილზე, რითი სარგებლობის შესაძლებლობაც სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაუჩნდება თვითპოზიციონირების კუთხით,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
