"საიდან ხართ ასეთი უღმერთო და გულგაყინულები, რატომ არ გიჭირთ უმანკო ბავშვების მიწისძვრით სასტიკი მკვლელობა"
მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში თურქეთში მომხმარ ტრაგედიას ეხმაურება:
"თურმე ღმერთი შურისმაძიებელია და ვინაიდან, აია სოფიაში წირვა აღარ ტარდება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მიწისძვრის შედეგად, ჩვილი ბავშვებიც ნანგრევების ქვეშ მოაქციოს…
აი, ეს არის ქართული მართლმადიდებლური გაგება…. ასეთებს უწოდებენ ნამდვილ ქრისტიანებს…
ცოტა თუ დაფიქრდება იმაზე, იქნებ ეს
არაადამიანური მიდგომა უფრო დამანგრეველია კაცობრიობის ფსიქიკისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი…
საიდან ხართ ასეთი უღმერთო და გულგაყინულები… რატომ გაქვთ ასეთი პრეტენზია რწმენაზე…
სწორად რატომ არ კითხულობთ სახარებას…. რატომ ვერ იგებთ მოწყალე სამარიტელის იგავის აზრს…
ეროვნული ნიშნით რომ შეერჩია სამარიტელს გზაზე დავარდნილი სნეული, სიკვდილისთვის გაიმეტებდა და ყურადღებას არ მიაქცევდა…
რატომ არ გიჭირთ, პატარა, უმანკო ბავშვების მიწისძვრით სასტიკი მკვლელობა…
რატომ აბრალებთ ამას ღმერთს, რელიგიას…
ეს სადიზმია, უდიდესი ბოროტებაა…
ასეთი აზროვნება-ერის დეგრადირების შედეგი და მართლაც უდიდესი სასჯელია… წესით ჩვენ უნდა გვარყევდეს მიწა, მანამდე ფსიქიკა აშკარად შეგვერყა…
მუსლიმებო, მე თქვენ მიყვარხართ… ამაყი ვარ, თქვენ რიგებში საოცრად კარგი მეგობრები მყავს…
ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და დედამიწის მფარველი!.."- წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს