"ქუთაისი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს"
ერთი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. რთული დღეების, თვეების გადატანა უწევს მეგობარ ქვეყანას- უკრაინელები იცავენ სამშობლოს ერთიანობას, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წერს.
მისი თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.
"ჩვენთან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. სულ მალე, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში გენერატორს გავაგზავნით.
ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ისინი მუდმივად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას. ჩვენ ამ თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ.
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!"- წერს იოსებ ხახალეიშვილი.
სიახლეები
- ცნობილია რომელ საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო აღდგომის დღესასწაულზე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე – სინოპტიკოსების პროგნოზი
- " უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს"
- "ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
