"ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ"
მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ახლა წყენების გახსენების დრო არ არის.
„ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ, ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან.სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისთვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს.
სალომემ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მზადდება მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია. ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში. პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე და ჩვენ თავს გვახვევენ ომის შიშით მონობას. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
