"ბოლშევიკურ დიქტატურამდე და რეპრესიების დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება"
მეგობრებო! ბოლშევიკურ დიქტატურამდე და რეპრესიების დაწყებამდე რჩება რამდენიმე კვირა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
მისი თქმით, "ოცნების" სახელით მოღაღადე მოღალატეები აპირებენ პატრიოტებს "დასავლეთის/იმპერიალიზმის აგენტის" იარლიყი მიაწებონ.
"ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც მოსვლისთანავე რუსის ყველა აგენტი გაუშვა ციხიდან და მას შემდეგ ერთიც არ აღმოუჩენია, ახლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ პატრიოტებს აცხადებს აგენტებად. ეს არ არის "საქართველოს შიდა საქმე". ეს არის რუსეთის ომი საქართველოს და დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს ივანიშვილი. ზუსტად ის ხდება, რაც 100 წლის წინ. პათოლოგი, ყველაფერზე ხელის მომწერი, ცივსისხლიანი ბოლშევიკების ხელშია ქვეყანა. არანაირი "12 პუნქტი" და "2024-ის არჩევნები". აღარაფერი არ იქნება, ეს თუ გაუვიდათ! ყველაფერი ახლა წყდება, შემდეგ რამდენიმე კვირაში,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
