"მოგიწოდებთ ნუ მიიღებთ ქვეყნისთვის დამაზიანებელ კანონს" - ფრიდონ შუბითიძე
Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას ეხმაურება, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ის შემთხვევაა როცა სიჩუმე დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ა !
მინდა დავაფიქსირო ჩემი უარყოფითი შეფასება „უცხო აგენტის “ კანონთან დაკავშირებით . ეს კანონი მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:
1. კანონი არ უნდა იქნეს მიღებული რადგანაც ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების ყველა ორგანომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO-ს) წევრი. როგორც ვიცით ევროპის ყველა ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების მაღალი ეშელონის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
2. დიდი აზრთა სხვაობაა კანონის წარმომავლობასთან დაკავშირებით, არის ეს ქართული, ამერიკული თუ რუსული. კანონის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ მათ უნდათ მიიღონ უცვლელად, ერთი-ერთზე ამერიკული კანონი. თუ ეს ასეა მაშინ წმინდა ამერიკული FARA კანონის მიხედვით, თავად უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის/უცხო ქვეყნის მოქალაქის აგენტებად, იხილეთ, განმარტება: 22 U.S.C. §§ 611(c), 612 „FARA requires agents of foreign principals engaged in specified activities to register with the Department of Justice and to provide disclosures. The purpose of FARA is to inform the American public of the activities of agents working for foreign principals in the United States with the purpose of influencing U.S. Government officials or the American public with reference to the domestic or foreign policies of the United States, or with reference to the political or public interests, policies, or relations of foreign governments or foreign political parties“. ამ კანონს თუ გადაიყვანთ საქართველოსათვის, მაშინ კანონის დამრეგისტრირებელი ჯგუფი უნდა დარეგისტრირდეს უცხო/ქვეყნის/პირის (პრიციპალის) აგენტად, რადგანაც ისინი ლობირებენ (არა ერთი ჩანაწერი და დაბეჭდილი ინფორმაციაა ამის შესახებ) უცხო ქვეყნის მოქალაქის (ამ შემთხვევაში ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის, როგორც საფრანგეთის მოქალაქის https://en.wikipedia.org/wiki/Bidzina_Ivanishvili...) ინტერესებს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. არავის არ გვგონია, რომ ამ კანონის ინიციატორების სურვილი იყოს თავიანთი თავის აგენტებად დარეგისტრირების. მათ უნდათ რომ გაიტანონ კანონის „ქართული“ ვარიანტი, რომელიც მიახლოებულია რუსულ ვარიანტთან და შესაბამისად მას ოპონენტები ჭეშმარიტად ეძახიან „რუსულ“ კანონს.
გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში მოქმედებს ე.წ. “საჩუქრების და გასართობის” კანონი,იხილეთ https://www.justice.gov/jmd/gifts-and-entertainment, რომლის მიხედვით ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონალს კანონით ეკრძალება 20 დოლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის, ან გართობის (რესტორნის ან სხვა მომსახურების) მიღება. ეს კანონიც უნდა განიხილოთ FARA-s კანონთან ერთად რათა სრულად განისაზღვროს ყველა შესაძლებელი ზემოქმედების გამოვლენა როგორც კერძო პირებზე ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პერსონალზეც.
3. კანონი არ უნდა იქნეს მიღებული რადგანაც ეს ხელს შეუშლის სამეცნიერო და აკადემიურ სფეროში მომუშავე პერსონალს შორის ურთიერთობების დამყარებას და ვიზიტებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ხელფასი და ყოველდღიური ხარჯები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით დიდია ვიდრე საქართველოში. თუნდაც ორი კვირით ამერიკაში ცხოვრების (ბინა, კვება, ტრანსპორტი, ვიზა, სამედიცინო დაზღვევა, და ა.შ.) ხარჯებმა შეიძლება მიაღწიოს 10 000 დოლარს , რაც ნამდვილად აღემატება საქართველოს სახელმწიფო და აკადემიურ წრეების მომუშავე პერსონალის წლიური ხელფასის 20 %. შესაბამისად, მათი სტატუსი უნდა განისაზღვროს როგორც უცხო ქვეყნის აგენტები. ეს უხერხულობას შეუქმნის მომწვევ დაწესებულებებს, მაგალითად უნივერსიტეტებს, რადგანაც უნივერსიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი აზროვნება და შემოქმედება, მათთვის მიუღებელია მონაწილე გახდნენ აგენტის სტატუსის განსაზღვრაში.
გარდა ამისა, ყველა ასპირანტურაში მიღებული სტუდენტი ფინანსდება მთლიანად ამერიკული უნივერსიტეტების მიერ. (დაახლოებით $100 000 წლიურად.)შესაბამისად მათი უცხო აგენტებად გამოცხადება მიუღებელი იქნება. ახალგაზრდებზე ამ სტიგმის მიკერება ნიშნავს რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან სამშობლოში.
4. კანონი არ უნდა იქნეს მიღებული, რადგანაც ამ კანონის მიღების შემდეგ მოხდება დაფინანსების შეზღუდვა, ან შეწყდება მთლიანად მაღალ ტექნოლოგიებში მომუშავე ჯგუფებისათვის, კომპანიებისათვის. არავის არ უნდა „აგენტებად“ მუშაობა. ეს გამოიწვევს ურთიერთ-თანამშრომლობის გაწყვეტას.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ მიიღებთ ქვეყნისთვის დამაზიანებელ კანონს.
მსოფლიოს აქვს ერთი ევროპა და ერთი ამერიკა!!
არა რუსულ კანონს!"- წერს ფრიდონ შუბითიძე.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი