რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში - რომან გოცირიძის მოსაზრება
რუსეთიდან შემოვიდა მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილებით 2,5 მილიარდი დოლარი. აქედან თითქმის 800 მილიონი დოლარი დაილექა ეროვნული ბანკის რეზერვებში, ლარის გაამყარა სამიდან 2,6-ამდე და რომ არა ეროვნული ბანკის შესყიდვები, სადამდე გამყარდებოდა ღმერთმა იცის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, მყარმა ლარმა ხელი შეუშალა ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას.
"შემოსულო ფულის ნაწილი ხმარდება ადგილობრივ ბიზნესს და მოსახლეობას. შემოსული ფულის საკმაო ნაწილი არის იმ ქართველების მიერ შემოტანილი თანხა, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ყიდიან ბიზნესებს და ქონებას. ეს სატელევიზიო ექსპერტები კი გაჰყვირიან, რომ ვიღუპებით, რუსეთის ფინანსური გავლენა იზრდებაო. არა და თავად რუსეთის ხელისუფლება უნდა ყვიროდეს, რომ თავქუდმოგლეჯით გარბის კაპიტალი ამ ქვეყნიდან.
რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში?
1. შემოდიან რუსი მოქალაქეები( ეს ადმინისტრაციული საკითხია და არა ფინანსური).
2. გაჩნდა ე. წ. ჰოლანდიური სინდრომის საფრთხე( ეს არის ფინანსური პრობლემა).
თუ დასახელებული ორი პრობლემა დროებითია, ეს ერთი საკითხია, თუ ხანგრძლივი-მეორე. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა და არა პოლიტიზებულ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც არ პოლიტიკური ეფექტი აქვს. როცა ფული შემოდის, ის ვიღაცის ჯიბეში ხვდება. გული მარცხნივ მიმაქანებს, მაგრამ ჯიბე მარჯვნივო, ეს ფრანგული პოლიტიკური სენტენციაა,"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
