"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!" - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პატრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ძირითადად ვაშუქებთ უკრაინაში რუსეთის ომის და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ამბებს! თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში ვითარდება მოვლენები (მაგალითად როგორიც იყო რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით), რომელზეც აუცილებლად ვახდენთ რეაგირებას! 

 

დღევანდელი დილა მინდა დავიწყო შემდეგი განცხადებით: ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს! ჩემი თანადგომა დათო გორგილაძეს! ჩემი მხარი გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს; ეს ის ხალხია, ვინც თაობებს წიგნების, ისტორიის და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულს უჩენს და უღვივებს! ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ ამ ადამიანებს, მაგრამ ღვარძლს; ზიზღს, შურს და ღალატს რა ვუყოთ. რა და უნდა ვებრძოლოთ, ოღონდ არა ისეთივე მეთოდებით, როგორითაც ისინი ებრძვიან დათოს, დათოს და გიორგის და ყველა სხვას, ვისაც თავისუფლება უყვარს და ეძვირფასება. რომ არა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომ არა უამრავი ღირსეული ადამიანი, ცნობადი და არაცნობადი; რომ არა ახალგაზრდების ბრძოლა, ქოცნების 78-ეულს, მათ შორის ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს და სხვა კარგ ნაცნობებს, ჩემი შვილებისთვის გამოტანილი ჰქონდათ განაჩენი, გამხდარიყვნენ უცხოეთის გავლენის აგენტის შვილები; არავის შვილებისთვის სამაგიეროს გადახდას არ ვაპირებ, მაგრამ ნურც თქვენ გეწყინებათ, თუ სადმე მიღებაზე ან პანაშვიდზე ხელი არ ჩამოგართვით და ღალატს ღალატი დავარქვი. დათოზე დიდი გული მაქვს თქო როგორ ვიტყვი, მთელი თავის ცხოვრებაა ქვეყნის სიყვარულით უძგერს გული და ასეულ ათასობით სხვა ადამიანს უთბობს გულებს, მაგრამ ტკენით მეც ბევრჯერ მტკენია. ამასაც გაუვლია! ესეც გაივლის, მაგრამ იცოდეთ, თქვენთვის საბედისწერო შეცდომების კასკადებს უშვებთ. სულ მალე ძალიან მწარედ ინანებთ, დათოს, დათოს და გიორგის კი მაინც ვერაფერს დააკლებთ! 

 

ახლა ამბები უკრაინიდან: 

 

- ნატო გეგმავს რუსეთის საზღვრის გაყოლებაზე დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის განთავსებას; 

- საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა ტელეინტერვიუში განაცხადა, უკრაინამ რომ წააგოს, ჩვენ შევალთ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთანო; 

- ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს; 

- აშშ ამ ეტაპზე არ მიიჩნევს შესაძლებლად რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის; 

- პუტლერმა კი გამოაცხო ჩინურ გაზეთში სტატია, სადაც წერს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მგონია, სი ძინფინი ტყუილად მიდის მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში ვიზიტის შემდეგ მისი საუბარი ზელენსკისთან, მაღალი ალბათობით, ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს; 

- ამერიკულმა მხარემ შეაგროვა საკმარისი სამხილი და უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩინეთი აწვდის საბრძოლო მასალებს რუსეთს. ამ ფონზე, რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია; 

 

- ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პუტლერს არ შეუცვლია გეგმები ლუჰანსკის და დონეცკის სრულად დასაპყრობად, მაგრამ....... 

- აბა ზესეუ რისთვის არის - დედა უტირეს ჩვენებმა პრაქტიკულად მთელი ფრონტის გაყოლებაზე. ვუჰლედარში ხო დაასამარეს ჩვენებმა ელიტური დივიზიები; ავდეევკაზე გვაწვებიან რამდენი თვეა უკვე, მაგრამ დგანან ჩვენები მყარად; 

- მარიინკა საერთოდ ამოვარდა საინფორმაციო ბადედან; 

- ბახმუტი უნდა გამხდარიყო კუხარკა პრიგოჟინის ტრიუმფის ადგილის დედა, მაგრამ სადაც ლეგენდარული გენერალი სირსკის ჩაერევა, იქ პრიგოჟინიან ვაგნერიან ორკ-ესტრიანა ყველას ერხევა. ჰოდა, ახლა პრიგოჟინმა დაიწყო ისრების გადაყვანა - ტყვია წამალს მე არ მაძლევთ, ჯანდაბას, ნუ ავიღებთ ბახმუტსო, მაგრამ ჯარი მაინც მოამზადეთ აპრილის შუაში უკრაინული შეტევისთვისო. სხვათა შორის, ურდოსელი ბლოგერები მაგრად მოთქვამენ, თუ დროზე არ დავიჭირეთ თადარიგი, კატასტროფა გარდაუვალიაო.

 

ჩვენების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკვე თამამად აცხადებს, რომ ტაქტიკურ დონეზე ბახმუტში ურდოს ოპერაცია დიდი გრუხუნით ჩავარდა. უჰლედართან ერთად, ბახმუტის ბრძოლებიც მსოფლიო ომების ისტორიაში შევა!  

 

ხერსონიდან კუპიანსკამდე გადახსნიან მალე ჩვენები და გადახერხავენ ურდოს! ცალკეული პროუკრაინელი ექსპერტები ამბობენ, ხერსონიდან და ზაპოროჟედან რაც მალე დაახვევენ, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გავლენ ურდოსებიო!

 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში! ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდემდე ვიცხოვროთ ამ მოწამლულ და შხამით სავსე გარემოში? საქართველოც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 351 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.