"ტურაშვილის, კეკელიძისა და გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას"
დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძის, დათო გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
მისი თქმით, რეჟიმი გადადის ყველაზე სახიფათო სტადიაზე, როდესაც რეპრესიის გარდა სხვა რესურსი აღარ აქვს.
"ისევე როგორც 2012 წელს, ის ცდილობს „შუის გაკრეფას“, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს მის სასარგებლოდ აღარ ხდება. ის ყველას ეუბნება: ან ბოლომდე, უპირობოდ ჩემთან იყავი, ან მტერი ხარ.
ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი გადადის ყველაზე სახიფათო სტადიაზე, როდესაც რეპრესიის გარდა სხვა რესურსი აღარ აქვს. ამ მომენტში განათლების მინისტრის შეცვლაც ამას ნიშნავს: შეტევას სტუდენტებზე და პროფესორებზე, ვისაც ივანიშვილის პარანოიდულ ტვინში ახალგაზრდობის „ცუდი ქცევა“ ბრალდება.
იმედი მაქვს, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვეღარ გაძლებს, მაგრამ სანამ არის, ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია. ის გადარჩენას ხედავს იმაში, რასაც მოწინააღმდეგეებს აბრალებს - დესტაბილიზაციაში, ოღონდ საკუთარი სცენარით. ის გამიზნულად (ან, შეიძლება, არაცნობიერადაც) "იჩალიჩებს რევოლუციას", ოღონდ იმედი აქვს, რომ ამით - და მხოლოდ ამით - გაიმარჯვებს.
დათო ტურაშვილს კი - ისევე როგორც გიორგის და მეორე დათოს - მხნეობას, ჯანმრთელობას და სიმტკიცეს ვუსურვებ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლანძღვა სინამდვილეში აღიარებაა. სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაუსჯელი არასოდეს რჩება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ,"- წერს გია ნოდია.
სიახლეები
- 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
- "რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?!" - კახა კალაძე
- "2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო"- გივი მიქანაძე
- "ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
