"ეტყობა უკვე ურდოს, იფიტებიან, ხროტინებენ, ტყვია-წამლის პრობლემებს განიცდიან" - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 "ამბები ფრონტის ხაზიდან სულ უფრო უკეთესი და უკეთესი გვაქვს, არადა ჯერ ჩვენი კონტრშეტევა არ დაწყებულა! 

 

მოკლედ, უჰლედარი საერთოდ გაქრა საინფორმაციო ველიდან. უფრო სწორედ ერთხელ გამოჩნდა მხოლოდ, ისიც ურდოსების გენერალ პოლკონიკ მურადოვის აღმოსავლეთ დაჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების კონტექსტში! "მადლობა" მას - შეაკლა ურდოს ელიტური ნაწილები და შეალეწა ტანკები და ჯავშანმანქანები ჩვენს პაწაწინა უჰლედარს; 

 

მარიინკაში შიგნით ვითარება უცვლელია, შემოგარენში ახვანცალდა ურდო, მაგრამ ყველგან ხვდება დინგში; 

 

ავდეევკაზე ასევე შემოგვიტიეს, მაგრამ შეტევის ყველა მიმართულებაზე დაახვედრეს ჩვენებმა რკინის მუშტი და დაალეწეს კბილები ურდოს; 

 

ბახმუტში ვითარება მძიმე, მაგრამ სტაბილური და კონტროლირებადია. ბახმუტის სამხრეთით და მის სამხრეთ ნაწილში პოზიციურ ბრძოლებში გადავიდა ვითარება; აღმოსავლეთ ნაწილში აზომის სამრეწველო კომპლექსის ირგვლივ ასევე პოზიციური ბრძოლები; ჩრდილოეთით ხრომოვოს და სხვა დასახლებების მიმართულებით ბრძოლები გრძელდებოდა, მაგრამ ეტყობა უკვე ურდოს, მათ შორის და პირველ რიგში პრიგოჟინის ორკ-ესტრანტებს - იფიტებიან, ხროტინებენ, ტყვია-წამლის პრობლემებს განიცდიან; 

 

სხვათა შორის ჭურვების და შეიარაღების დეფიციტზე ისაუბრა თვითონ პუტლერმაც, სამხედროებს გამოზომილად უწევთ ჭურვების ხარჯვა და საკუთარი თავისთვის ლიმიტების დაწესებაო; 

 

პუტლერს ნელ-ნელა ისრები სამხედროებისკენ გადაჰყავს, ნუ არ გამოსდით ყოველთვის ყველაფერიო ჩვენს სამხედროებსო.

 

პუტლერიე სასიკვდილემ კიდევ საინტერესო რამე დააფინა, არავითარი სამხედო კავშირი არ გვაქვს ჩინეთთან, საიდან მოგაქვთო. ნუ რაღაც ვარჯიშებს ვატარებთ და რაღაც თანამშრომლობა გვაქვსო სამხედრო-სამრეწველო სფეროში, მაგრამ რა კავშირი, რი კავშირიო. რამდენიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ ფიცი-მტკიციდან: ან იმპერატორმა სიმ დაუბარა პუს, გამოემსერები ტელევიზორში და უარყოფ რაიმე სამხედრო კავშირს ჩინეთთანო (და ჩუმად შეიძლება რაცხა მოგიგდო სანაცვლოდო); ან პუტლერი მართლა გამწარდა და ამოასხა, რა შემ....ჭამეთ, არ უნდა სის ჩემთან ნაღდი ჯიმაკოჩობაო; 

 

ამ უკანასკნელი ვერსიის გასამყარებლად შეიძლება მოვიყვანოთ პუტლერის კიდევ ერთი "ბრძნული" გადაწყვეტილება, ზაფხულისთვის ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განვათავსებ ბელარუსშიო. მიდი პუტლერ მიდიიი, სანამ დასავლეთი გადაწყვეტს, სი გამოგიტანს სასიკტილო განაჩენს; 

 

მაგარია: 23 წლისთავზე The TZAR დან ძებნილ, კეთროვან ბუნკერის ვირთხად აგვირგვინებს თავის კარიერას საშუალო კლასის გებეშნიკი პუტლერი! 

 

დაიცა ჩვენებმა შეტევა დაიწყონ. ყოველ დღე იდება ვიდეოები სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და უკვე უკრაინიდან - მოდის და მოდის ახალ-ახალი დასავლური შეიარაღება! 

 

მთელი საარმიო კორპუსები მოემზადნენ დასავლეთის საწვრთნელ ბაზებზე და თავისი აღჭურვილობით და ტექნიკით მოდიან გადამწყვეტი შეტევებისთვის უკრაინაში! 

 

ამ დროს ეს ვირთხა ისევ ბირთვულ იარაღს აჟღარუნებს! ცოცხალი თავით ვერ ეგუება, რომ ახლოვდება მისი "გედების ტბა". არადა, ასეა, ახლოვდება და თანაც თვითონ აჩქარებს პროცესებს! კი იცის, რომ სიცოცხლე არც ისე უწერია და არც ასე - გაბრდღვნიან თავისივე ჩეკისტები, გენერლები და ალიგარხები, მაგრამ მაინც უნდა რომ მოისწრაფოს აღსასრული! მიდი შე ვირთხა, მიდი! მარტო პრიგოჟინები ეყოფიან მის კუბოში ლურსმნის ჩარჭობაზე - ერთი ხო გაჰკივის ფრონტიდან, სამხედროები გვღუპავენო, მეორე კიდევ, ვალერიას ქმარი, მილიარდერ ახმეტოვთან ჭორაობს, დააქცია ქვეყანა ამ შობელძაღლმაო (თავი კი იმართლა, მე არა ვყოფილვარო, მაგრამ რუსი სამხედრო ექსპერტებიც კი ამბობენ, თავიც მაგისი იყო და ტანიცო! იმასაც კი ამბობენ, რა არის გასაკვირი, ყველა ეგრე ფიქრობს და ეგრე ლაპარაკობს, ვისაც ორი ღერი ტვინი შერჩენია თავშიო! 

 

- ამასობაში: ტულაში (450 კილომეტრი უკრაინის საზღვრიდან) დიიიიდი აფეთქება იყო გუშინ - ურდო ამბობს უკრაინული უპილოტო კამიკაძე დრონი იყოო. კაი სიღრმეში შეუფრინდა ურდოსტანს. ეს უკვე არც ბელგოროდია და არც კურსკი. იმხელა ორმო გააჩინა ამ ერთმა დრონმა, კრემლში დამლაგებლის ადგილას დროზე დაითესებოდა კაცი; 

 

გამწარდნენ ურდოსებმი, ერდოღანმა პირადად გამოაგორა ახალთახალი ბაირაქტარი "კიზილელმა", რომელიც "პოლნი ნავაროტითაა"  და უკრაინული "სიჩის" ძრავა უყენია! აეგრე! გასკდნენ გულზე! 

 

რა მაგის პასუხია და თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხს 1 ივნისის მერე შეიძლება მივუბრუნდეთ - ვნახავთ, როგორ კანონმდებლობას მიიღებს შვედეთი ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებითო! რეალურად ყველაფერს თუ არა ძალიან ბევრ რამეს 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს; 

 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოც უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 356 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.