"კარგად მიდის საქმეები ბახმუტის ფლანგებზე, უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტებს იბრუნებენ ჩვენები"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ისედაც ცხადი იყო ყოველთვის, მაგრამ დროა დასავლეთში დაერქვას თავის სახელი, რომ პუტინის რეჟიმი და რუსეთის სახელმწიფო არის ტერორისტული! გუშინ ღამე ამ ნაძირალებმა, იმის შიშით, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაიწყებოდა ჩვენების დესანტირება და ხერსონის ოკუპირებული ნაწილის გათავისუფლება, ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბა, ტურბინები და გენერატორები! ახლა დატბორვის საფრთხე ემუქრება 80-მდე დასახლებას დნეპრის ორივე ნაპირზე; წყლის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერება, ხოლო წყლის გარეშე დარჩა ყირიმი და ხერსონის დასახლებები! იგივე საფრთხე ემუქრება კრივოი როგის ნაწილსაც! ეს არის ეკოციდი! ეს არის ტიპური ტერორიზმი! ასე მოიქცა ბოლოს ჰიტლერი 1943 ში, როცა უკრაინაში დამბები ააფეთქა! მაინც არ უშველა არც მაგას და არ უშველის არც დედააფეთქებულ პუტინს! ყველაფრისთვის მოუწევს პასუხისგება! რუსეთს მოუწევს ამ კონკრეტული ზარალის ანაზღაურებაც, რომელიც მინიმუმ 1 მილიარდი დოლარია პირველადი შეფასებებით! ხალხის ევაკუაცია დაწყებულია, ზელენსკიმ უშიშროების საბჭო შეკრიბა და მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის!


გუშინ ღამე სარაკეტო თავდასხმაც განახორციელა ურდომ! 35-დან 35-ვე რაკეტა ჩამოაგდო ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ! მარტო კიევის თავზე 20 რაკეტა გაანადგურეს ჩვენებმა!

 

გუშინ ურდო ახალ საკობზონე სარეკორდო მაჩვენებელზე ავიდა. 800 ბედნიერი ბილეთი შეახვედრეს ჩვენებმა ურდოსებს და ახლა კობოზნის ადგილზე მსმენელთა რაოდენობამ 211 ათასს გადააჭარბა!

 

გუშინ ჩვენებს წარმატებული დღე ჰქონდათ! ზაპოროჟიეში 3 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ უკვე ჩვენი ძალები! უჰლედარის მიმდებარედ ძალიან მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ნოვოდონეცკოე ჩვენების კონტროლის ქვეშაა! ძალიან სერიოზულად კარგად მიდის საქმეები ბახმუტის ფლანგებზე! ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტებს იბრუნებენ ჩვენები. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალერის განცხადებით, ორეხოვო-ვასილიევკას და პარასკოვიევკას მიმართულებაზე 1600 მეტრით წაიწიეს წინ, ხოლო სამხრეთით ივანოვსკოეს და კლეშჩეევკას მიმართულებით - 700 მეტრით! ბახუმტის სამხრეთ ნაწილში სააგარაკე მეურნეობების ნაწილში უკვე ჩვენები მაგრდებიან! ანა მალერის მინიშნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბახუმტი უკვე ჩვენების ალყაშია! "სუპერსტარი" კუხარკა პრიგოჟინი იძახის, რომ ასე თუ გაგრძელდა, ბახმუტს 1.5 თვეში დაკარგავს ურდოსტანი, ხოლო ზაპოროჟიეში მათ ელოდებათ სრული კატასტროფა! ბოლო სიტყვებით ლანძღავს შოიგუს და გერასიმოვს და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითხოვს! ძალიან ბევრს და ძალიან თავისუფლად კაკანებს პრიგოჟინი! დააძინებდნენ ამასობაში, რომ იყოს ზემოდან ბრძანება, მაგრამ ამას აძლევენ საშუალებას იწივლოს და იკივლოს! დიდი ამბები იქნება ურდოსტანში! ჩაგიხოციათ ერთმანეთი!

 

ბელგოროდის დასახლება ნოვა ტავოლჟანკას, ბელგოროდის გუბერნატორივე აღიარებით, ურდოსტანი ვეღარ აკონტროლებს! ანტიპუტინისტურმა ძალებმაც დადეს ვიდეო, რომლის თანახმად ნოვა ტავოლჟანკაში ურდოს ნასახი არაა! რას აპირებს პუტლერი? რას და სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს ურიგებენ ავტომატებს, ნიჩბებს და უშვებენ ბელგოროდის დასაცავად! დონდონკა დიროვის ტიკ ტოკერებს არ უშვებენ ბელგოროდში, სამაგიეროდ შეიძლება ტუველები და ბურიატები გაუშვან და საკუთარ მოსახლეობასაც იგივე დამართონ, რასაც ბუჩასა და ირპენში სჩადიოდნენ!

 

ჩვენებმა გუშინ მტერს 12 ტანკი, 20 ჯავშანმანქანა, 36 არტსისტემა და 6 სარაკეტო საზენიტო კომპლექსი გაუნადგურეს! გუშინვე დაიბომბა ოკუპირებულ მარიუპოლში, ბერდიანსკსა და მელიტოპოლში ურდოს სამხედრო ობიექტები!
გათავისუფლებულ ნოვოდონეცკოეში პირველად გამოჩნდა გერმანული ლეოპარდები! აუ რას გაჰკიოდნენ ურდოს ვაენკორები, იმაზე მეტი ჰყავთ უკრაინელებს დასავლური ტანკები, ვიდრე გევგონაო! ჩა..მული ურდოს სიკვდილის სამინისტრო დღის ბოლოს კი აცხადებდა, 8 ცალი ლეოპარდი გავანადგურეთო, მაგრამ ეგ იგივე, ყველა ჰიმარსი და პატრიოტი რომ აუფეთქეს, ხოლო ომის პირველ დღეებში ავიაცია რომ სრულად გაგვინადგურეს.

 

ავიაცია ნახონ - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჯაკარტაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფ-16-ების გადაცემაზე გერმანიის ნეგატიური პოზიცია იცვლება და საბოლოო პასუხი 2 კვირაში იქნება. ესე იგი ბუდეააა.

 

თვითონ პისტორიუსმა აღიარა, ასე ხდებაო, ომის პირველ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს სამხედრო შეიარაღებას მიაწვდიდაო! იავოლ მაინ ბღუდა! დას ისტ შონ! მერე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ტაურუსებიც დააწიეთ და ნამდვილი ოქტობერფესტი მოვაწყოთ კიევში ერთად!

 

ამასობაში კიევში მოულოდნელად ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯეიმს ქლევერლი! ზელენსკისთან მან განიხილა მომავალი ნატოს სამიტი და უკრაინის მოლოდინები, კიევის მშვიდობის ფორმულა და ლონდონში დაგეგმილი კონფერენცია, რომელიც უკრაინის აღდგენასა და რეაბილიტაციას მიეძღვნება! პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ისევე როგორც საგარეო მინისტრმა კულებამ, განაცხადეს, რომ ყველას ესმის ომის დასრულებამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსების არარსებობაზე, მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება, უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა!


ვიდრე უკრაინა გახდება ნატოს წევრი, გაიზარდა შანსები, რომ თურქეთი მოხსნის წინააღმდეგობას. ნატოს სამიტამდე 1 თვით ადრე 12 ივნისს შედგება შეხვედრა შვედეთის, თურქეთის და ნატოს წარმომადგენლების მონაწილეობით! წესით, მაგის მერე უნდა გამოცხადდეს კიდეც, რომ ვილნიუსში შვედეთიც შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად!

 

უკრაინა უეჭველი გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო არ გარუსდება არასდროს, მითუმეტეს არც 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია დაემხობა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მეტრს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 319 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.