"დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი"
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ახალი "სტანდარტია" ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ,- პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, შენ კი, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა- არმოხდაში. დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც მას არ უთქვამს, ეს ნიშნავს ჩემი სახელით მანიპულირებას.
ამ კუთხით სრულიად არაეფექტურია კიბერუსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. გაუგებარია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსი. ვფიქრობ, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი და ამის ორგანიზებას ვთავაზობ "ქართულ ოცნებას", რადგან ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა პარლამენტში დღეს არ გადის."- წერს ირმა ინაშვილი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი