"თანამედროვე ქვეყნის აშენება შეუძლებელია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა! -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, მას საკუთარი აზრები მიაწოდონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს.

 

„ჩვენ წინ ძალიან რთული პროცესები გველოდება, ამიტომაც ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე.

მე მზად ვარ, მოვისმინო თქვენი პრობლემები, გავიზიარო თქვენი იდეები და გეგმები. ერთად, ყველას ჩართულობით, უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევიან, პირიქით, ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში უკეთესი მომავლისთვის დაბრუნდებიან.

უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოქალაქე დღეს არის ჩუმად. მინდა, მოგმართოთ თქვენ: ყველას აზრი მნიშვნელოვანია, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო.

დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია.

ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად!

ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა!“- მიმართავს სააკაშვილი მოქალაქეებს.

წაკითხვა 325 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.