"დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე - მივდივარ ამაყი და თავაწეული" - გიორგი კეკელიძე
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობის წლებს კიდევ ერთხელ აჯამებს და აცხადებს, რომ ის ამაყი და თავაწეული მიდის.
„იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის და ვუთხარი, რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული. რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით. და ამ ქმნის პარალელურად არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი, რადგან ვიცოდით, რომ ადამიანი არის მთავარი, რომ წიგნს ქმნის ადამიანი, რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე და წიგნს კითხულობს ადამიანი და რომ მთავარი არიან თვითონ, ადამიანები სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი და რომ ადამიანი არის არჩევანი და ხანდახან უარჩევნობაც და რომ ცხოვრება გრძელდება და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი“,- წერს კეკელიძე.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
