“დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე”- გოგა ხაინდრავა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმიანება.
„თაკო ჩარკვიანი: 13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი. 1975 წელს!
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრეს
გია ჭანტურია – 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო.
დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!
თუ არა და…
წარმოდგენაც მზარავს!“, – წერს გოგა ხაინდრავა.
„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი“.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი