"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი"
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი. პირველ რიგში, ამ მართლაც ისტორიულ თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა. ვულოცავ ჩვენს სამღვდელოებას და სასულიერო წოდების წარმომადგენელთ. ვულოცავ ყოველ ქართველს, ამ ქვეყნის ყველა ჭეშმარიტ პატრიოტს, რადგან დღევანდელი დღე განასახიერებს ჩვენი სამშობლოს რწმენის თავისუფლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედს. ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობების ვალია, აღარასდროს დავუშვათ ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რღვევა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის შერყევა და მისი დაკნინება, გვახსოვდეს ჩვენ დიდ წინაპართა ღვაწლი გაწეული დედა ეკლესიისთვის, როგორც ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის არსებობის მტკიცე გარანტისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
- 7 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღე
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International