"26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!" - ირაკლი კობახიძე
26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.
„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!
26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ - წერს პრემიერი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
სიახლეები
- ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა
- რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ
- "რამდენიმე კარგი კანდიდატია"-დონალდ ტრამპი ირანის მომავალ ლიდერზე
- პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- ირანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს - ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა
