"რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში - არ გამოუვათ!"
რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში, არ გამოუვათ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
„რუსეთის კურსკის და ბელგოროდის ოლქებში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში, აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად.
ახლა ამ ქვეყანას ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში.
არ გამოუვათ!“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
