"ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება" - ფრიდონ შუბითიძე
Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც Fistnews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა დღევანდელ რეალობას გამოვეხმაურო. როგორც ვიცით, ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება. ქართულ პოლიტიკაში ტყუილი გახდა დომინანტი. დღეს ოპოზიციის საინფორმაციო სივრცე მიპყრობილია ქარტიის ირგვლივ. დაუსრულებელი და გაუგებარი დებატებია ვინ როგორ გაიგო ტექსტი. ქარტია პრეზიდენტის მიერ დაანონსდა 26 მაისს.
ამონაწერი ციტატა ქარტიიდან: ”ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა
ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.”
ბოლო აბზაცი ქართულად ნიშნავს, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ყველა პარტიამ თავისი ნებით დათმო პრივილეგია მიუხედავად მათი გამსვლელი ხმებისა, რაოდენობისა და პარლამენტში მოხვედრისა, მოაწერა ხელი საღ ჭკუაზე და ძალდატანების გარეშე, რომ პრეზიდენტი წარადგენს მთავრობას . ამის მერე ქალბატონმა სალომემ გასწია დიდი შრომა, შექმნა პრეცედენტი, დაუკავშირდა ემიგრანტებს, მოაწყო ტელე-ზუუმ ჩართვები მათი მობილიზებისთვის, მაშინ როდესაც დღევანდელი ოპოზიციონერი ლიდერი პირადად მე საუბარშიც კი მიმტკიცებდა, რომ შეუძლებელია დამატებითი პუნქტების გახსნა და ემიგრანტების მობილიზაცია საარჩევნოდ. ეს მან მოახერხა და უკვე 150 000 მეტი ( ამომრჩეველთა 5% მეტი) ემიგრანტია რეგისტრირებული პრეზიდენტის დამსახურებით, რაც იმას ნიშნავს რომ ქარტიას ფაქტობრივად მოაქვს დამატებითი ხმები ემიგრაციიდან რაც წინა არჩევნებზე 10-ჯერ მეტია. გარდა ამისა, ის კარდაკარ დადიოდა ევროპაში , ყველა ლიდერს აცნობდა ქარტიის პუნქტებს და იღებდა მათგან გარანტიებს, რომ ამ პუნქტების და მის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანა დაუბრუნდებოდა მის ევროპულ გზას, რაზეც მიიღო თანხმობა და ის პასუხისმგებელია მისი ხალხისა და ევროპელი ლიდერების წინაშე.
ოპოზიციამ, რომელმაც ეს ტექსტი (ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ) წაიკითხა და ვერ გაიგო ან გაიგო და მიზანმიმართულად მავნებლობს, ცრუობს (უარყოფს, მანიპულირებს ამ ტექსტის შინაარსით) ნიშნავს იმას, რომ ისინი არც ერთ დადებულ პირობას არ შეასრულებენ, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუებას, ანუ საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებას რაც ასევე ღალატის ტოლფასია. მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ გაიაზროთ, წაიკითხოთ ტექსტი რამდენიმეჯერ და შეასრულოთ პირობა რაზეც ხელი მოაწერეთ,"- წერს ფრიდონ შუბითიძე.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი