"პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ, პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა"
პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული.
1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს;
2. პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს;
3. პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ;
4. ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ;
5. „ჯარში მსახური-მონობაა-ს” პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი ვითომ „პრადვინუტი” „ლიბერალები” და სამხედრო ვიდეოთამაშების ლომები დღეს სამხედროებში ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტზე ლაპარაკობენ.
პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს ალბათ საფლავში ბრუნავს, მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – წერს რატი ბრეგაძე.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
