"საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!" - მიხეილ სააკაშვილი
დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი თავის მიმართვაში პარტიებს მოუწოდებს, დაეხმარონ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსულ ამომრჩევლებს თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში.
მისივე თქმით, თითოეული ხმის დაკარგვა „სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი“.
„საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია! მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა გაღარიბდება მკვეთრად, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.
ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.
მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
