„რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება“ – ზაზა ფაჩულია
რუსთაველის გამზირზე აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელში ფაჩულია წერს, ის გმობს „ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ძალადობას“:
„რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი“ – წერს ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, წუხელ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულები.
შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
