"არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს" - მიხეილ სააკაშვილი
ყველა თავისი საზომით ზომავს. არასდროს ვიკარებდი იმ ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის 1.5 ჰექტარი ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება. ამერიკაში და უკრაინაში არასდროს თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიოდა და უკრაინაში პირველად ნორმალური სახლიც გამიჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ვერანაირი კომფორტი ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ამის გვერდიდან ყურება მისთვის გაუსაძლისი იყო.
„ვერანაირი ფული, კომფორტი და პოპულარობა ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და, ჩემს შემთხვევაში, დიდწილად, ჩემ მიერვე შექმნილი ქართული სახელმწიფოს და იმ რეფორმების განადგურებას, რომელსაც ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფო. გვერდიდან ყურება იყო გაუსაძლისი. ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე (ზუსტად იმავე მოტივაციით არ დავტოვე თბილისი 2008 წლის აგვისტოში).
ბედნიერი ვარ, რომ დღეს ზუსტად იმავე შეგრძნებით გამოდის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი.
მადლობაზე მადლობით ვერ გიპასუხებთ. თქვენ ცდილობთ იმის თქმას, რომ ფული და პირადი კეთილდღეობა სამშობლოზე მაღლა დგას და ეს არის ზუსტად ოლიგარქის და რუსული სამყაროს იდეოლოგია.
ეს არის ორი აზროვნების და მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ.
ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა მილიონობით ქართველის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მრავალი წლის წინ ავიღე და ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი მეორე პლანზეა ჩემთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე