,,ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას" - მამუკა ხაზარაძე
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრა უპირველესად, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს.
ხაზარაძე ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.
„ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან.
წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!,“ - წერს ხაზარაძე.
სიახლეები
- ამ წუთებში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- ,,ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა"- ვახო სანაია
- ,,ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა სურს და ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად"- დონალდ ტრამპი
- შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას კალანდობას ულოცავს
- ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ეხმიანება