,,მოთმინება კი არა, გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს"- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
,,არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ ,,ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!
თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!
ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.
ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
