" ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება"
ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარის გარდაცვალება. ალბათ, სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნობთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
მისივე მტკიცებით, ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები “პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ”.
„პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!”, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
- "სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“ სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
- 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
