უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს

უკრაინის დედაქალაქში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გუშინ დაკრძალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია 20 მარტს, წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში დაიწყო, 21 მარტს მემორიალური საღმრთო ლიტურგიით გაგრძელდა, რასაც პანაშვიდი მოჰყვა. 22 მარტს კი პატრიარქი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში დაკრძალეს, იქ, სადაც პატრიარქმა თავად მოითხოვა.

ფილარეტი ეპისკოპოსად ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა. დაკრძალვის ცერემონიას წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში, დაახლოებით, 3000-მდე ადამიანი დაესწრო.

პარალელურად, კიევის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი ნიკოდიმი აირჩია.

,,კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის პატრიარქის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის – კიევის საპატრიარქოს წინამძღვრის არჩევის აქტი გამოცხადდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის – კიევის საპატრიარქოს წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევა ეხება მხოლოდ კიევის საპატრიარქოს, რომელიც, მედიის თანახმად, მართლმადიდებელ სამყაროში ფართოდ აღიარებული არ არის.

უკრაინის ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ეტაპზე კვლავ მიტროპოლიტი ეპიფანე ხელმძღვანელობს.

წაკითხვა 74 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.