March 31, 2025

"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში" - სალომე ზურაბიშვილი

დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ და ვისთვის დაებრალებინათ მოღალატეობა“.

„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!

ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენი ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ უნდა ვიცოდეთ!

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ „ღირსეულად“ რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც?

დღეს ეს არის მთავარი კითხვა - « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად მათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი „კომპეტენტურ ორგანოებს”.. და რის გამო? - განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე იმსჯელა. საბჭოს წევრებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის ბრალდებებზე ისაუბრეს.

არხის ადვოკატმა კი ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ და არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნების გამო მოქმედებდნენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.

წაკითხვა 122 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.