"ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 7 აგვისტოს „ქართული ოცნება“ გეგმავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, რითაც მოხდება მისი დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ გზით შეიქმნება საფუძველი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ დეიურედ ცნობისთვის.
სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აგვისტო, როგორც დროის მონაკვეთი, შეგნებულად შეირჩა: „ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას“.
„ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.
7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს „ეფესბეში“, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დეიურედ, ცნობისთვის.
რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში - ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“,- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
