“მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები, არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან… „ამბოხება დავიწყოთო“ – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას – ცხვრის ფარა – დღეს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა” - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
პოსტში პაპუაშვილი ნიკო ნიკოლაძის ნათქვამს ციტირებს.
„მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ.
„ამბოხება დავიწყოთო“ – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ“.
დღეს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა“.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
