“რვიანმა” თავი ამოწურა” - თამარ ჩერგოლეიშვილი
“ოთხმა ოქტომბერმა გადაიარა, ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად – “რვიანმა” თავი ამოწურა”, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ “ტრიუმფი ექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია”.
“მიუხედავად იმისა, რომ “რვიანში” შიგნით გვყავდნენ “ნაცები”, რომლებიც გარედან წიხლებს გვირტყამდნენ;
მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავდა ჩვენ წინააღმდეგ;
მიუხედავად იმისა რომ მთელი ოპო ტელემედია ხაზარაძის “კამპანიას” და ხაბეიშვილის “დამხობას” ტირაჟირებდა და ყველგან გაგვაქრეს, ოპონენტებისვე აღიარებით, რეჟიმის არ აღიარების პოლიტიკამ – ანუ ბოიკოტმა გაიმარჯვა.
ტრიუმფი გვექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.
ახალი ეტაპი იწყება პოლიტიკური პარტიებისთვის.
ფედერალისტები მივიღებთ ამომრჩევლის დაკვეთას და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, ამომჩევლის პრობლემებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშროლებთ – მათთან, ვინც მზად იქნება ერთობლივი ძალებით და უკომპრომისოდ ჩავრეცხოთ ავტოკრატია და ოლიგარქია ყველა ფლანგზე.
ფედერალისტები ვითანამშრომლებთ კაცებთან და არა კაცის კაცებთან.
ეს ბრძოლა არაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მიდის.
დემოკრატია და დემოკრატიული ძალები გავიმარჯვებთ”.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
