"თვითონ ბიძინა აღარ არსებობს; ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს"
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა:
მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია...შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა. ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს - ძალაუფლება.
თვითონ ბიძინა აღარ არსებობს.
ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა..." - წერს იგი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ქალაქებში
- 4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა - ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
- "რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?"- ვლადიმერ პუტინი
- 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე