"რაც შეთანხმებულია, ის ტერიტირია საქართველოს სასარგებლოდაა შეთანხმებული?"- ირმა ინაშვილი დავით გარეჯზე
ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს და მეც, როგორც მათი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ველი უკუპატივისცემას!
პატივს ვცემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ გონიერი კაცია, მაგრამ ბატონ ალიევს სწორედ ეს გონიერება უნდა კარნახობდეს, რომ არაა საჭირო წაეპოტინო დავით გარეჯას მონასტერს და იმას, რაც შენი არაა.
პატივს ვცემ მოწოდებას სიმშვიდისაკენ და ყველას ვარწმუნებ, რომ მშვიდად ვართ! კეთილგონიერებასაც ვიჩენთ და სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც და სწორედ ასეთი სულისკვეთებით განმსჭვალულნი ვიცავთ იმას, რაც ჩვენია! ვიცავთ დავით გარეჯას!
ხოლო ფორმა, როგორ დავიცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანის ნაწილია, ამიტომაც რაც მეტი ადამიანი არ დატოვებს დავით გარეჯის მონასტერს, მით უკეთესი! ამიტომაც ჩვენ 1 ივნისს აუცილებლად ჩავალთ დავით გარეჯში და ამ დღეს და სხვა დღეებშიც რაც მეტნი ვიქნებით, ეს მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის მშვიდობიან მომავალს დაეხმარება!
თუ ვინმეს სადმე რამე მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებული (N ძალებს) იმაზე მეტი მზაკვრობა რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, რა უნდა იყოს?! ამიტომაა აუცილებელია ხალხი არ მიდუნდეს! ცხელი გული არ გაცივდეს!
საქართველო და აზერბაიჯანი მუშაობენო! განაგრძონ ეს მუშაობა და საჯარო იყოს მოლაპარაკებების ყველა დეტალი, ხალხი საქმის კურსში იყოს, რა ხდება. და ეს ორმხრივი "მუშაობა" განა სიახლეა? ძალიან მაინტერესებს, რაც შეთანხმებულია, ის ტერიტირია საქართველოს სასარგებლოდაა შეთანხმებული, თუ პირიქით, რომელი რუკითაა შეთანხმებული? ბევრი კითხვაა და ყველას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ძველებსაც და ახლებსაც.
ყველა აზერბაიჯანელ ნაღდ ძმას ჩვენც ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ვიმეორებ: ჩვენო აზერბაიჯანელო მეზობლებო, პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენც ველით თქვენგან პატივისცემას. დავით გარეჯა ჩვენია და რაც ჩვენია, იმას თავი დაანებეთ,"- წერს ირმა ინაშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"