"მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს, როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს"

მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, "ქილერად" გამოაცხადეს. როგორც ჩანს, "ქილერის" გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალდების წარდგენას.

„ჩემს მიერ საქართველოდან ამოძირკვული ФСБ-ს კონტროლირებული კრიმინალური სამყარო ივანიშვილმა მთლიანად დააბრუნა. აბა სხვას რას უნდა მოელოდე ოთარ კვანტრიშვილის, რუსეთის "იმერეთის მაფიის" ფულით გამდიდრებულისგან.

სხვათა შორის, FBI-მ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ გაგვაფრთხილა, რომ ამ აქციების უკან იდგნენ უსოიანი და სხვა ქართველი ქურდები და სწორედ "7 ნოემბრის" საქმეზე შემითითხნა ფარცხალაძემ ერთ-ერთი ბრალი.

მე კი გაფრთხილებდით თავის დროზე 90-იანებში დაგვაბრუნებენ - მეთქი.

მე ვიცი ერთი კაცი, ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია და ახლა ამ სტატუსს წერს”, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

წაკითხვა 36 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.