"ფიცს ვდებ, რომ გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის"
“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “კვირის აქცენტების” ემოციური გადაცემის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:
“ამ ეთერის მერე, აღარც სათქმელი დამრჩა რაიმე, არც საკითხავი. ორი რამე დავადგინე ზუსტად და დავწერ:
1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და ჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.
2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკი” ГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.
ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა).” - წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
