November 22, 2024

"მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება" -თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოცილურ ქსელში წერს:

 

"ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:

 

1. დარწმუნებულია ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვერებით იმაზე მეტს რაც უკვე თქვეს. აქვე ვურთავ აშშ საელჩოს 14 აპრილის განცხადება ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია ამაზე მეტი თუ გვითხრეს მაშინ ფდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო უნდა მიაყოლონ. 

 

2. და თუ იმაზე მეტი თქვეს რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად მიაყოლეს ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი როგორც ჩანს არ აქვს Archil Talakvadze -ს.

 

3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ეხლა თუ ვერ იტყვიან ეს ხომ არ ნიშნავს რომ ეს პირობა გაქრება და შესაბამისად უკვალოდ ჩაივლის. 

 

4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება. ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს, და სინამდვილეში ქვეყნის რეპუტაციას, მტელი ცივილიზებული სამყარო და შემდეგი სცენარი რა არის?

 

5. ყველა საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკშვილისგან განსხვავებით რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხედობა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ  იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

 

--- მთავარი განსხვავებაც აქ არის

- სააკაშვილმა იცოდე, რომ არჩევნებში დამარცხების არ აღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო

- ივანიშვილს კი გონია რომ არჩევნებში დამარცხებით მთავარდება მისთვის ყველაფერი რაც მისთვის დღეს მნიშვნელოვანია

ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის.  

https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-irakli-okruashvili-april-14-ka/ 

"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება." - წერს ის.

წაკითხვა 808 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.