საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - "ჩუმად იყავით ქოცებო, ემანდ რამე უხერხული არ წამოგცდეთ რუსების საწინააღმდეგო!!"
დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
"საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი!
63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელიც ცხოვრობდა ახალგორში და ქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, რამდენიმე თვის წინ ითხოვდა თბილისში გადმოყვანას, ვინაიდან ოკუპირებულ ახალგორში და ცხინვალში მედიცინა ფაქტიურად რუსული ზახოლუსტიეს პოლიკლინიკის დონესაც არ შეესაბამება.
ბუნებრივია, საოკუპაციო რეჟიმმა მას ამის უფლება არ მისცა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა 19 მაისს, წითელ ჯვარს გამოატანა ეს ადამიანი, რომელიც გზაშივე გარდაიცვალა.
ჩუმად იყავით ქოცებო, ემანდ რამე უხერხული არ წამოგცდეთ რუსების საწინააღმდეგო!!!"- წერს ის.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
