"ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას" - ნიკა გვარამია
“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, საინფორმაციო გამოშვებაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად ყველა სტანდარტის დაცვისა, მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა, რისთვისაც ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, მიუხედავად ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა ფორმალური მოთხოვნის), მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.
ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.”– წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
- რომის პაპმა ღვთისმშობელს სთხოვა, დაეცვა მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდი და მთელი საქართველოს მოსახლეობა
