"სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს" - ჩერგოლეიშვილი
მისთვის გამარჯვება, მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.
ის გოდოსავით ელოდება, როდის დაჩაჩანაკდება საქართველო ივანიშვილის ხელში ისე, რომ “მიშა მიშა” იყვიროს, - ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, სააკაშვილს სულთნობა უნდა.
"ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა.
ისაა გამარჯვების სიმბოლო. ვადაგასული სიმბოლო. მაგრამ, მაინც სიმბოლო.
“მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” - ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებს არჩევნებიდან არჩევნებამდე.
მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია. ძალიან იოლია, მაგრამ თვითონ არ ყოფნის. თუ მხოლოდ თვითონ არ დაამარცხებს, მაშინ ძალაუფლების გაყოფა მოუწევს. მას ძალაუფლების გაყოფა არ სურს.
მას სურს ან ერთი კაცის ბატონობა, თუ ეს კაცი თვითონაა! ან - არაფერი!
ხვდება, რომ დღეს თუ ბიძინა დამარცხდა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, მისი მეჯიქი ქრება. მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება - ქრება და მიშა მშრალზე რჩება.
მშრალზე იმიტომ, რომ მას არ უნდა ლიბერალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსობა. სააკაშვილს სულთნობა უნდა.
სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას. სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს. ამიტომ, ქართველი ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა გარისკოს.
მისთვის გამარჯვება მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ის გოდოსავით ელოდება როდის დაჩაჩანაკდება საქართველო ივანიშვილის ხელში ისე, რომ “მიშა მიშა” იყვიროს. სხვაგვარად - ივანიშვილის დამარცხება მისი გამარჯვება არაა. უსაზღვროა მისი მოლოდინი. არასოდეს არ ყოფილა ივანიშვილი მარცხთან ასე ახლოს.
საპროტესტო ელექტორატმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს. ჩვენი ამოცანაა ეს შანსი ორივეს წავართვათ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი