"მორჩა! წერტილი! შეადგინეთ პეტიცია ამ უმსგავსობის წინააღმდეგ" - თამარ ივერი
საოპერო მომღერალი თამარ ივერი Facebook-ზე ახალი ინიციატივით გამოდის და ონლაინ მაღაზიების გაღიზიანებულ მომხმარებლებს მიმართავს.
"ბოლოს და ბოლოს როდის უნდა აიკრძალოს საქართველოში რაიმე პროდუქციის რეკლამირება ფასის მითითების გარეშე? დავიტანჯე ამ ხალხის ცოდვით. იწერებიან: ფასი? ფასი? ფასი დაგვიწერეთ, იქნებ ფასი მიუთითოთ, რა ღირს? რა ღირს? და პასუხს არავის სწერენ, ან სწერენ "პირადში მოგწერთ", პირადში მოგწერთ, პირადი ნახეთ და ა.შ... ან საერთოდ აიგნორებენ მათ...ან მისი ფეისბუკის სურათების, მომხმარებლის გარდერობის მიხედვით ატყობენ შეძლებულია თუ ნაკლებად და სხვადასხვა ფასებს ეუბნებიან დაინტერესებულებს. (აღმოჩნდა ასეთი შემთხვევები)
ეს არის მომხმარებელთა და დაინტერესებულ ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა. ვის აქვს ამის უფლება? ევროპაში და ამერიკაში "ვირის აბანოში" უშვებენ ასეთ თაღლით კომპანიებს და მათ რეკლამებს!
ასეთი რეკლამები უნდა იბლოკებოდეს!
ეს უფრო რაღაც დაგებულ მახეს და გადაგდებულ ანკესს ჰგავს, რადგან სურთ პირად მიმოწერებზე ხალხთან გასვლა და დაინტერესებული ადამიანებით უფრო ადვილად მანიპულირება. სხვადასხვა პირობების და კიდევ სხვა პროდუქტების შეთავაზება, მათთვის ტელეფონების გამორთმევა, მათზე "აკიდება" და ა.შ .
ამიტომ: ბოლოს და ბოლოს აიკრძალოს და დაიბლოკოს პროდუქტის გასაყიდი რეკლამები თუ მასზე არ იქნება მითითებული ფასი! მორჩა! წერტილი!
ვინ წყვიტავს ამ საკითხს? თუ ასეთი კომპანიების უკან მაღალკალიბრიანი ჩინოვნიკების და მათი ოჯახების ინტერესებია? ალბათ.... შეადგინეთ პეტიცია ამ უმსგავსობის წინააღმდეგ!" - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი