"აქ, ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი"- რას წერს კოვიდინფიცირებული პაციენტი
კოვიდინფიცირებული პაციენტი გიორგი გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მე-11 დღეა რაც კორონავიურუსი დაუდასტურდა, თუმცა ეპიდემიოლოგებს მისი კონტაქტები არ გამოუკვლევიათ.
"იმოქმედეთ თორემ გვიანდება!!!!!! აქ ამ კლინიკაში იხრჩობა, იგუდება, კვდება ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები. მინდა რომ ჩვენს შვილებს ყავდეთ ბებია, პაპები და ნუ აგვიანებთ, გთხოვთ!!“,- წერს სოციალურ ქსელში ინფიცირებული გიორგი გოდერძიშვილი.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად პასუხობენ, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაიწყება, თუმცა არავინ დაკავშირებია.
„11-ე დღეა ვწევარ კლინიკაში. ვებრძვი კოვიდ 19-ს. დადასტურების დღესვე მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ და კონტაქტებს დაადგენდნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დამკავშირებია.
არ დაინტერესებულან ჩემი კონტაქტებით, მითუმეტეს, რომ ყოველ დღე ვრეკავ (ეს 10 დღე) ჯანდაცვაში და 112-ში და ვთხოვ, რომ კონტაქტების აღწერა მოახდინონ შემდგომი პრევენციის მიზნით, მათი პასუხია, რომ დამიკავშირდება ეპიდემიოლოგი,თუმცა ამაოდ…..
იტალიას რომ დავემსგავსებით მერე გაინძრევა ჯანდაცვა? საქართველოს მთავრობა სირცხვილია ესე უმოქმედობა. როცა საჭირო არ იყო ჩაგვკეტეთ და ეხლა, როცა ათასეულობითაა ინფიცირებული იკიდებთ…!!", - წერს გიორგი გოდერძიშვილი.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
