"დავაგვიანეთ, ძალიან დავაგვიანეთ და აგვისტოში მიქარული აისახა ოქტომბერზეც"
ტელეკომპანია იმედის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღე 18.
ზუსტად ორი კვირაა, რაც ჩემი დღიური ივრცე ერთი ოთახია. ვინც კარანტინში ყოფილხართ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს, თუმცა ამ ყველაფერს ემატება პანიკაც, ნერვიულობაც და უამრავი ნემსის ჩხვლეტა, ხან წამლის გასაკეთებლად, ხანაც სისხლის ასაღებად.
დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ სიცხე სასწაულებრივად მომდის დღის 12 საათის მერე და გამდის საღამოს 8-ისკენ და ასე გრძელდება ბოლო ერთი კვირაა. ხვალ, თუ არ ვცდები, ანალიზების დღეა და გავიგებ, ალაგების გზას ადგას თუ არა ორგანიზმი. ირაკლისაც და მეც ღამით ფაქტობრივად არ გვეძინა. მე, ალბათ, უფრო ნერვებისგან და ირაკლიმ იოფლიანა. ასე რომ, დღეს საწოლებს გავცვლით და ვნახავთ, რა შედეგს მოიტანს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდრე უშუალოდ ვირუსთან მებრძოლი წამალი (ან ვაქცინა) გამოუგონებიათ, ამ ეტაპზე ვირუსს ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ სხეულის იმუნიტეტის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, ხოლო ყველა სხვა წამალი არის იმ ორგანოებისა და ფუნქციების დასახმარებელი, რომელსაც ვირუსმა დარტყმა მიაყენა. ამ ეტაპზე ასეა.
დედაჩემი (ეპიდემიოლოგი) მეუბნება, რომ შვიდი თვეა, გიჟს გავს, იმდენად ბეც და შეუგნებელ ხალხთან უწევს შეხება კარანტინში გადასაყვანად. წაკითხული ტექსტის გააზრება კი არა, სიცხიანი აქეთ-იქით სირბილი ვერ მოიშლა ზოგმა. ასეა, ძალიან კარგად იჩალიჩა უამრავმა სტერეოტიპმაც, განათლების სისტემის იაღლიშებმაც, ერთმანეთის ჯიბრზე ხალხის შეკრებამაც და დედაეკლესიის მიერ
წლობით ნაქადაგევმა სიბნელემაც (ყველას არ ეხება
) და ესეც შედეგი.

გახსოვთ, რა ხდებოდა მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისშიც? მგონი, დავაგვიანეთ. ძალიან დავაგვიანეთ და აგვისტოში მიქარული აისახა სექტემბერზეც და მით უმეტეს, ოქტომბერზეც.




და ამ დროს:






იცით, რას გეტყვით? მე საავადმყოფოში ვარ და თუ არ ვრჩები, არც ვკვდები მაინც და ასეა თუ ისე, გამოვძვრები ამ უსაშველოდ გრძელვადიანი დაავადებისგან და თქვენ კი იკითხეთ, რატომ არ გაქცევენ ყურადღებას, როცა:




აღარ არის "ცოტა შემაყოფინე"-ს დრო. კარს მოგვადგა იტალია, ამერიკა, სომხეთი, ინდოეთი და ბრაზილია. თუ სასტიკად გასასვლელი არ ხართ, დარჩით სახლში ან ისეირნეთ დისტანციურად - ამინდები გადასარევია. იყიდეთ რესტორანში და ჭამეთ პარკში. მოკლედ, დროებით ისევ დაივიწყეთ ძველი ცხოვრება და გადადით კომენდანტის საათის რეჟიმში.
ნებისმიერ დროს, თუკი რაიმით დახმარებას შევძლებ, მომწერეთ. ოღონდ იმას ნუ მკითხავთ, რასაც ისედაც აქ ვწერ. მადლობა თქვენ, ვინც საკუთარ და სხვების ჯანმრთლობაზე ზრუნავთ და მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ღამეებს ათევენ იმისთვის, რომ გადავრჩეთ.
ჯანმრთელობა ყველას." - წერს ზურა ბალანჩივაძე.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”