"ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს..."
ექსპერტი, საქართველოსა და თავისუფალი უნივერსიტეტების ლექტორი დავით კიზირია სოციალურ ქსელში ყაჩაღობის ფაქტის შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, წალკის რაიონში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს.
"SOS!
წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა - მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ...
დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს...
მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება!
პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ - სხვა გზას ვერ ვხედავ.
შსს უკვე ინფორმირებულია" - წერს კიზირია.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
