,,დაუჯერებელი სელფი" - რა ფოტოს აქვეყნებს გიგი უგულავა
პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, პარტია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს.
,,ინგა გრიგოლია, აჰა დაუჯერებელი სელფი. ყველაფერი მაგრად იქნება. ერთობით ჩვენ შევძლებთ", - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფოტოს ქვეშ არ ცხრება კომენტარები:
,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", ,,არასოდეს თქვა, არასოდეს, ძალა ერთობაშია", ,,რა ქენი ბიძინა ეს?!", ,,გაგახაროთ კრიშნააამ", ,,ოხ, რამდენჯერ, რამდენჯერ ამოგიგდებენ ამ სელფს", ,,თხა და მგელი ერთად სძოვდეს", ,,მართლა, ნიჭიერი კაცია ბიძინა", ,,მაინც საოცარი ქვეყანა ვართ", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
