"მე რომ დამეწერა, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ" - გვარამია
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული მეორე განცხადება, მისი დაწერილია.
როგორც გვარამია აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და განცხადების ტექსტთან დაკავშირებითაც განსხვავებული პოზიცია აქვს.
,,სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.
ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.
მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ", - წერს გვარამია.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
