,,ახლა გავიგე რომ გარდაცვლილა, ხალხის მოყვარული და ნამდვილი კაცი..." - ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, პარლამენტის ყოფილი წევრის, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
,,ახლა გავიგე, რომ ბიძინა გუჯაბიძე გარდაცვლილა. ეროვნული მოძრაობის ღირსშესანიშნავი ფიგურა; გურიაში ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედი; შემდეგ ,,ოცნების" უმრავლესობაში მყოფი და ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მაინც ყოველთვის საყვარელი ადამიანი, წესიერი, ხალხის მოყვარული და ნამდვილი კაცი.
RIP ბიძინა გუჯაბიძე
ვიზიარებ ოჯახის და ყველა მეგობრის მწუხარებას", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
