ქუთაისის ტორპედო ფინანსური პრობლემების წინაშეა
ქუთაისის "ტორპედოს" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები თბილისში, "საბურთალოსთან" გასამართ შეხვედრას არ ითამაშებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისში ქუთაისური გუნდის ახალგაზრდული ნაკრები ჩამოვა. მიზეზად კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები სახელდება. როგორც ცნობილია, ფინანსური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიელმა ინვესტორმა კლუბი დატოვა. გუნდი ოფიციალურად დატოვა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმაც.
ქუთაისის "ტორპედოსა" და "საბურთალოს" შორის ეროვნული ლიგის 21-ე შეხვედრა 4 ივლისს უნდა გაიმართოს.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
