"ეს დიდი მიღწევაა და ვამაყობ ჩვენი გუნდით" - ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გელა საღირაშვილი ახალგაზრდული ნაკრების წარმატებების შესახებ
“2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, რუმინეთი, ბუქარესტი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში 7 მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 8 შესაძლებლიდან 7 მედლის მოპოვება შეძლო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 31 ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა,”- ამის შესახებ Firstnews.ge- თან საუბარში სპორტსმენი გელა საღირაშვილი აცხადებს.
დიახ, მის სპორტულ კარიერაში და შემდეგ უკვე მწვრთნელობის ამპლუაში უამრავი გამარჯვება ირიცხება. თავისუფალი ჭიდაობის - (სპორტის ამ სახეობით) ბავშვობის გატაცება, მან ჯერ საყვარელ საქმიანობად აქცია და შემდეგ უკვე წარმატების მწვერვალები დაიპყრო. ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონმა საკუთარი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მოღვაწეობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.
„2017 წელს ევროპის ჩემპიონატში, დორტმუნდში - 5 მედალი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო ავიღეთ, რაც გუნდურში მესამე ადგილი იყო;
დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა: პირველ დღეს მოპოვებულ 3 ჯილდოს (სამივე სინჯის თითო მედალი), მეორე დღეს ორი ბრინჯაო დაუმატეს და გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა;
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჩატარდა სადაც ჩემი მოსწავლე ივერი ჯულაყიძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა;
ასევე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამოსვლა ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაასრულა: თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გელა საღირაშვილმა.
როგორც ის აცხადებს, ყოველი გამარჯვება მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება და უფრო მეტ მოტივაციას უჩენს, რომ სხვადასხვა გამარჯვებები მოიპოვოს.
„როგორც სპორტული კარიერის დროს, ასევე, მწვრთნელობის დროს, ეს საქმიანობა შრომატევადი და ასევე, ძალიან ძნელია ამ სფეროში წამატების მიღწევაც. მაგრამ, თუ სპორტსმენი მონდომებულია და გარკვეული მწვერვალების დაპყრობა სურს, საკუთარი შრომის შედეგად აუცილებლად მიაღწევს მას.
თავისუფალი ჭიდაობა ზოგადად საქართველოში კარგადაა განვითარებული. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მიუხედავად ამის ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს. ეს კი ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი წარმატებაა.
ჩვენც უამრავი წარმატება გვქონდა, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს გავიხსენებ:
თავისუფალი სტილით ახალგაზრდული ნაკრების წარმატება ესპანეთში - 2017 წელი
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით 22-23აპრილში, ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერათშორისო ტურნირზე სადაც თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მედალი - 7 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ნაკრების წევრებმა შვიდივე წონით კატეგორიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, აქედან სამში ქართული ფინალები გაიმართა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
2017 წელი - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემი ხელმძღვანელობით ბაქოში 8 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.
16 აპრილს, ბაქოში დასრულდა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშება, ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 მედალი - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდური მეორე ადგილისათვის განკუთვნილი თასი კი პირადად მე ჩავიბარე.
ეს ჩვენი ძირითადი გამარჯვებებია. ჩემთვის სწორედ, ეს არის დიდი მიღწევა და ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე კი მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მათ გავუზიარო, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში გელა საღირაშვილმა.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო