მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.
სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია.
არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გათამაშების შემდეგ, ვიდეორეფერიმ საჯარიმოში წესების დარღვევა დააფქსირა, მომენტი შეხვედრის სლოვენიელმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმაც გადაამოწმა და საუდელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მეშვიდე (არგენტინის ნაკრებში კი 92-ე) გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში არგენტინამ კიდევ სამჯერ შეძლო გატანა, მაგრამ სამივე გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა – შეხვედრის ამ მონაკვეთში სამხრეთამერიკელები შვიდჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.
მეორე ტაიმი არგენტინელთათვის მოულოდნელად დაიწყო – შვიდწუთიან ინტერვალში საუდელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და 53-ე წუთისთის არგენტინა უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა. „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ცვლილებებით შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას. არგენტინა დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ საუდელთა მაკარემ არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერა.
საბოლოოდ, არგენტინელებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი